ესპანეთში ჩოგბურთის ლეგენდა გარდაიცვალა #1TVSPORT
ესპანეთში ჩოგბურთის ლეგენდა გარდაიცვალა #1TVSPORT

ესპანეთში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ჩოგბურთელი, „დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი მანუელ სანტანა. სიკვდილის მიზეზი ცნობილი არ არის.

ესპანელ ჩოგბურთელს ორჯერ მოუგია როლან გაროსი (1961, 1964) და თითოჯერ – უიმბლდონი (1966) და აშშ-ის ღია პირველობა (1965). ის გახდა პირველი ესპანელი, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირზე გამარჯვება მოახერხა. კარიერაში 69 ტიტული მოიპოვა და 1965 წელს იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

სანტანას „დიდი სლემის“ კიდევ ერთი ტიტული წყვილებში მოიპოვა – 1963 წელს როლან გაროსზე გაიმარჯვა.