ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში ენდი მარეის შეხვდება #1TVSPORT
ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში ენდი მარეის შეხვდება #1TVSPORT

გაიმართა „დიდი სლემის“ მესამე ტურნირის უიმბლდონის ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მოტოქე. ეს არის უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი ენდი მარეი.

ბასილაშვილი ტურნირზე 24-ე ნომრად არის განთესილი, მარეი კი ძირითად ბადეში უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდა. ის დღეს მსოფლიოს 119-ე ჩოგანია. წელს, ATP-ის სამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, ჯამში ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ორი მოიგო.

აქამდე ბასილაშვილი და მარეი პროფესიულ ტურში ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

ბასილაშვილსა და მარეის შორის მოგებული მეორე წრეში გერმანელ ოსკარ ოტესა (152-ე ჩოგანი) და ფრანგ არტეურ რინდერკნეხს (154) შორის გამარჯვებულს შეხვდება.