ერთ კადრში ჩატეული ათასობით გალაქტიკა - ჰაბლის მიერ დაჭერილი გიგანტური გალაქტიკათგროვა
ერთ კადრში ჩატეული ათასობით გალაქტიკა - ჰაბლის მიერ დაჭერილი გიგანტური გალაქტიკათგროვა

NASA/ESA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ეს თვალწარმტაცი ფოტო ასახავს სამყაროს ჩვენგან ძალიან შორეულ კუთხეში მდებარე გალაქტიკათგროვა აბელ 2537-ს.

ეს და ამის მსგავსი სხვა გალაქტიკათგროვები შეიცავს თითქმის ყველა ასაკის, ფორმისა და ზომის ათასობით გალაქტიკას, საბოლოო ჯამში კი მასით ათასობით აღემატებიან ჩვენს ირმის ნახტომს. გალაქტიკათა ასეთი დაჯგუფებები უზარმაზარია — წარმოადგენენ სამყაროს უმსხვილეს სტრუქტურებს, რომლებიც საკუთარი გრავიტაციის შედეგად, ერთ მთლიანობას ინარჩუნებენ.

გროვები ძალიან გამოსადეგია იდუმალებით მოცულ კოსმოსურ ფენომენთა საკვლევად, როგორებიცაა მაგალითად ბნელი მატერია და ბნელი ენერგია; მიჩნეულია, რომ სწორედ ეს უკანასკნელი უნდა განსაზღვრავდეს მთლიანი სამყაროს გეომეტრიას.

აბელ 2537-ის მსგავს გროვებში თავმოყრილია იმდენად ბევრი მატერია, რომ მის გრავიტაციას ხილული ეფექტები აქვს მიმდებარე გარემოზე.

აბელ 2537-ის გრავიტაცია ამრუდებს მისი გარემოს სტრუქტურას (დრო-სივრცე), რაც განაპირობებს მისგან გამომავალი სინათლის გამრუდებულ გზას სივრცეში.

ამ ფენომენს შეუძლია გამადიდებლის ეფექტის წარმოქმნა, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ გროვის მიღმა მდებარე სხვა სტრუქტურები, რომლებიც სხვა გზით ჩვენთვის უხილავია. აბელ 2537 განსაკუთრებით ეფექტიანი ლინზაა.

გადღაბნილი ლაქები სინამდვილეში გალაქტიკებია, რომელთა შუქიც ძლიერ არის გამრუდებული აბელ 2537-ის გრავიტაციული ველით.

მომზადებულია spacetelescope.org-ის მიხედვით