ელიგა | „ტორპედომ“ ისევ ვერ მოიგო - „დილამ“ ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მეორე ნახევარი ორი მატჩით დაიწყო. მე-19 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „რამაზ შენგელია – არენაზე“ „სპაერს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0. აღსანიშნავია, რომ დირკ შუსტერის გუნდმა ზედიზედ 4 შეხვედრა ვერ მოიგო.
გორის „დილამ“ გათამაშების ლიდერი „რუსთავი“ დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0. თავი გამოიჩინეს შოთა შეყილაძემ და მოჰამედ კანტემ, ერთი ბურთიც საკუთარ კარში სტუმართა ლეგიონერმა დავიდ ოლივეირამ ჩაჭრა.
მე-19 ტურის დარჩენილი სამი მატჩი 23-24 ივლისს გაიმართება.
ტური 19
სამშაბათი, 23 ივნისი
იბერია – მეშახტე
19:00. „მიხეილ მესხი – არენა“
დინამო თბ – დინამო ბთ
21:00. „დავით პეტრიაშვილი – არენა“
ოთხშაბათი, 24 ივნისი
გაგრა – სამგურალი
20:00. „დავით პეტრიაშვილი – არენა“