გორის „დილას“ 40 წლის ბერძენი სპეციალისტი დიამანტის ვავალისი გაწვრთნის – ინფორმაცია კლუბის პრეს-სამსახურში დაადასტურეს.
ახალგაზრდა სპეციალისტი თავიდან ასისტენტად საქმიანობდა საბერძნეთის სუპერლიგის „ლამიაში“, „პანსერაიკოსში“, „ათრომიტოსში“, „არისსა“ და „ასტერასში“. მთავარი მწვრთნელის რანგში კი უმუშავია ყაზახურ „ჟენისსა” და ბულგარეთის უმაღლესი დივიზიონის „მონტანაში“.
დიამანტის ვავალისმა და მისმა ასისტენტმა, ლუკა ხომასურიძემ „დილასთან“ კონტრაქტები ოფიციალურად დღეს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გააფორმეს.
ბერძენი სპეციალისტი საქმიანობას „რუსთავთან“ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩის შემდეგ შეუდგება და გუნდს კონფერენსლიგაზე გაიყვანს.