ეროვნული ლიგა | თემურ ქეცბაიას თბილისის „დინამომ“ პირველი ნახევარი მოგებით დაასრულა - ჩემპიონატის ლიდერი „რუსთავია“ #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | თემურ ქეცბაიას თბილისის „დინამომ“ პირველი ნახევარი მოგებით დაასრულა - ჩემპიონატის ლიდერი „რუსთავია“ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-18 ტური და სეზონის პირველი ნაწილი თბილისსა და წყალტუბოში გამართული მატჩებით დასრულდა.

წყალტუბოს „26 მაისის არენაზე“ ტყიბულის „მეშახტემ“ „გაგრა“ მიიღო და გუნდები ქულას დასჯერდნენ – 1:1. ანგარიში სტუმრებმა 46-ე წუთზე, პედრო ბორჟესის დარტყმით გახსნეს, ტყიბულელებმა ტარიკ შიკალოს გოლით (61-ე წთ.) წონასწორობა აღადგინეს.

„დავით პეტრიაშვილის არენაზე“ „დინამო თბილისმა“ წყალტუბოს „სამგურალთან“ უხვგოლიანი დაპირისპირება მოიგო, ანგარიშით 5:3. თბილისელთა რიგებიდან თავი გამოიჩინეს: როდრიგუ რამუშმა (11′), სანდრო კალანდაძემ (15′), ლეონარდუ სანტუსმა (48′), ჰალიდ დოლტმურზიევმა (66′) და აბდულაი იორომ (79′).

აღსანიშნავია, რომ „სამგურალის“ შემადგენლობიდან ჰეთთრიქი ველისოლმა (1′, 37′, 90+2′) შეასრულა. შეხვედრის ბოლოს თორნიკე კვარაცხელიამაც გაიტანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

ეროვნული ლიგის პირველი ნახევარის შემდეგ ლიდერი „რუსთავია“, რომელიც მთავარ ქართულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. დღევანდელი მოგებით კი „დინამო თბილისი“ სამეულში გადაინაცვლა.

ეროვნული ლიგა. სატურნირო ცხრილი

1. რუსთავი 18 32
2. იბერია 18 31
3. დინამო თბ 18 28
4. დინამო ბთ 18 27
5. ტორპედო 18 26
6. სამგურალი 18 24
7. დილა 18 23
8. სპაერი 18 21
9. გაგრა 18 21
10. მეშახტე 18 11