ჩვენი მეზობელი ყველაზე უცნაური გალაქტიკის ახალი ფოტო მომაჯადოებელ დეტალებს გვიმხელს — #1tvმეცნიერება

15:54, 03.09.2021
  The galaxy Centaurus A, which lies over 12 million light-years away in the direction of the southern-hemisphere constellation Centaurus (The Centaur), is the leading light of this striking image. This image provides a spectacular view of the luminous glow of stars and dark tendrils of dust that hide the bright center of the galaxy. This dust is the result of a past galactic collision, in which a giant elliptical galaxy merged with a smaller spiral galaxy. As well as large amounts of gas and dust, Centaurus A’s dust lane contains widespread star formation, as indicated by the red clouds of hydrogen and by the large numbers of faint blue stars visible at each end of the dust lane.  Zoom into the image to see more.

  The galaxy Centaurus A, which lies over 12 million light-years away in the direction of the southern-hemisphere constellation Centaurus (The Centaur), is the leading light of this striking image. This image provides a spectacular view of the luminous glow of stars and dark tendrils of dust that hide the bright center of the galaxy. This dust is the result of a past galactic collision, in which a giant elliptical galaxy merged with a smaller spiral galaxy. As well as large amounts of gas and dust, Centaurus A’s dust lane contains widespread star formation, as indicated by the red clouds of hydrogen and by the large numbers of faint blue stars visible at each end of the dust lane.  Zoom into the image to see more.

სულ მცირე ერთი უცნაური მეზობელი ყველას გვყავს. როგორც ჩანს, ასეა გალაქტიკურ მასშტაბებშიც.

ირმის ნახტომის ერთ-ერთი უცნაური მეზობელია კენტავრი A, გამორჩეული გალაქტიკა მისგან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი გალაქტიკაა ცენტრში მოთავსებული აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელით. შესაბამისად, მისი მზერა ზედმეტად სასიამოვნოა; რა თქმა უნდა მხოლოდ ტელესკოპებით.

ახლახან, ჩილეში მდებარე ერთ-ერთი ინსტრუმენტით, ბნელი ენერგიის კამერით (DECam) ჩატარებულმა დაკვირვებებმა კენტავრი A-ს ახალი, დიდებული ხედი მოგვცა. ფოტოზე ჩინებული დეტალებით ჩანს ზოგიერთი ისეთი მახასიათებელი, რომელთა გამოც არის ეს გალაქტიკა ასე საინტერესო.

ჩვენიდან ეს გალაქტიკა გვერდულად მოჩანს, რის გამოც, ვერ ვხედავთ უშუალოდ მის ცენტრს. გარდა ამისა, კენტავრი A სავსეა მტვრით, რომელიც მას გარედან ბნელი, სქელი ზოლების სახით აქვს შემოხვეული. გამრუდებულია მისი დისკო და მაგნიტური ველებიც. ასეთი მახასიათებლები სასტიკ წარსულზე მიუთითებს — სხვა გალაქტიკასთან შეჯახებაზე, რამაც კენტავრი A-ს საკუთარი კვალი დაამჩნია.

გალაქტიკა

ამ დიდ შეჯახებას სხვა ეფექტებიც ჰქონდა. გალაქტიკურმა შეჯახებამ ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი აანთო, რაც ახლაც გრძელდება; ახალ ფოტოზე ეს კაშკაშა წითელი წყალბადის ღრუბლებისა და ჩვილ ვარსკვლავა ცისფერი ნათების სახით ჩანს, მტვრის სქელი ზოლების გარშემო.

კენტავრი A-ს სუპერმასიურ შავ ხვრელში 55 მილიონი მზის მასაა თავმოყრილი და საკმაოდ საინტერესო მახასიათებლებით გამოირჩევა. ეს შავი ხვრელი აქტიურად შთანთქავს მატერიას და პოლუსებიდან ათასობით სინათლის წლის მანძილზე ისვრის გიგანტურ ჭავლებს.

ეს ჭავლები შავი ხვრელიდან თავად არ ჩნდება. მასიურ ობიექტში მატერია ისე ჩაედინება, მორევივით, როგორც წყალი სადრენაჟო ჭაში — შავ ხვრელში მატერია ამ სქელი დისკოს შიდა კიდიდან ვარდება.

თუმცა, შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს მთელი მატერია არ გადაკვეთს; მეცნიერთა აზრით, მისი გარკვეული ნაწილი მაგნიტური ველის ხაზებს გასწვრივ, შავ ხვრელს გარეთ, პოლუსების მიმართულებით ჩქარდება, საიდანაც ძალიან სწრაფად, სინათლის სიჩქარის მნიშვნელოვანი პროცენტულობით გაიტყორცნება პლაზმის ჭავლის სახით.

კენტავრი A-ს პლაზმის ორივე უზარმაზარი ჭავლი გალაქტიკათშორის სივრცეში გაიტყორცნება და წარმოქმნის გამონაშვრებს, რომლებიც რადიოტალღებს ასხივებს. თითოეული ეს გამონაშვერი თითქმის მილიონი სინათლის წლის სიგრძისაა. ვინაიდან ეს გალაქტიკა ჩვენთან საკმაოდ ახლოსაა, მისი შვერილები ძლიერ კაშკაშებს და ბრწყინვალე „ლაბორატორიას“ წარმოადგენს ამ ჭავლების მოქმედების შესასწავლად.

2021 წლის დასაწყისში ისინი მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის თანამშრომლობის სამიზნეს წარმოადგენდა. შედეგად, მეცნიერებმა ამ ჭავლების ამ დროისათვის ყველაზე დეტალური ფოტო გადაიღეს.

კენტავრი A კიდევ ერთ საინტერესო რაღაცას მალავს. ორბიტულ სიბრტყეზე მას ჯუჯა გალაქტიკების მთელი გუნდი ჰყავს, დაახლოებით ისე, როგორც პლანეტები მზის გარშემო. მოდელები პროგნოზირებს, რომ ჯუჯა გალაქტიკები ამ მასიურ გალაქტიკას ყოველმხრივ უნდა უვლიდნენ გარშემო და არა რაიმე მოწესრიგებული ფორმით. კენტავრი A პირველი გალაქტიკაა ადგილობრივ ჯგუფს მიღმა, რომელთანაც ჯუჯა თანამგზავრი გალაქტიკები დავაფიქსირეთ.

ადგილობრივ ჯგუფში თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკები ჰყავთ ირმის ნახტომსა და ანდრომედას.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ იმაზე მეტი გვაქვს საერთო კენტავრი A-სთან, ვიდრე წარმოგვედგინა. ირმის ნახტომსაც ხომ სასტიკი წარსული და გამრუდებული დისკო აქვს. ვინ იცის, სწორედ ამ წუთებში იქნებ ვიღაც კენტავრი A-დანაც გვაკვირდება და ჩვენს გალაქტიკას უღებს ფოტოებს.

ფოტოს სხვადასხვა ზომის ვერსიები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულიდან.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი