ბორჯომში შექმნილ ვითარებაზე ზაზა გაბუნიასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები შესაძლოა, დღეს გაიმართოს
ბორჯომში შექმნილ ვითარებაზე ზაზა გაბუნიასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები შესაძლოა, დღეს გაიმართოს

ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები შესაძლოა, დღეს გაიმართოს.

როგორც ჟურნალისტებს გაბუნიამ განუცხადა, შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან კონსულტაციის გამართვის შეთავაზება იყო და ამას დავთანხმდი. ჩვენთვის რაიმე უხერხული საკითხი არ არსებობს, რაზეც ვერ ვისაუბრებთ. კონსულტაციისთვის მზად ვართ”, – აღნიშნა გაბუნიამ.

თავის მხრივ, ნიკა მელიამ არ დააკონკრეტა, შეხვდება თუ არა გაბუნიას.

„კონსულტაციებზე უარს არ ვამბობ, მაგრამ კონსულტაციამდე პოზიციას აფიქსირებენ, რომ პრობლემას ვერ ვხედავთო. ზაზა გაბუნია ყავის დასალევად თუ მეპატიჟება, ახლა დრო არ არის, როცა მე და ზაზამ ყავა უნდა დავლიოთ”, – განაცხადა მელიამ.