ბორჯომოს მუნიციპლიტეტის საკრებულოს სხდომა 16 მარტს ჩაინიშნა.
როგორც პირველ არხს საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ განუცხადა, სხდომა 12:00 საათზე ჩარტარდება.
დეპუტატებმა მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი უნდა განიხილონ, რითაც მერიის თანამშრომლების საშტატო ნუსხა და ხელფასები უნდა დაამტკიცონ.
შეგახსენებთ, რომ 9 მარტს დანიშნული ბორჯომის საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდა. საკრებულომ მერიის მიერ მიწოდებული დოკუმენტი, სადაც თანამშრომლების ხელფასები და საშტატო ნუსხა უნდა დაემტკიცებინათ, სხდომის განხილვის გარეშე თვითმმართველ ორგანოს უკან დაუბრუნა. როგორცზაზა ჩაჩანიძემ განმარტა, მერიის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილი ხელფასების რაოდენობა არაადეკვატურად გაზრდილია.