ბაზრობა „თერგის“ ტერიტორია ხანძრის შემდეგ [ფოტოამბავი]
11:11, 27.02.2018
ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე დილიდან ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ტერიტორია ყვითელი ლენტითა და რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული. მოვაჭრეებს ამ ეტაპზე შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით ღამის 00:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.