ავსტრიაში, 1-ელ ივლისს ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მეცხრე ეტაპი გაიმართება.
შაბათს, კვალიფიკაცია ჩატარდა, რომელიც “მერსედესის” პილოტების ტრიუმფით დასრულდა.
ფინელმა ვალტერი ბოტასმა 0.19 წამით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰემილტონს და პირველი პოზიციიდან დაიწყებს რბოლას. ბოტასისთვის ეს იყო სეზონში პირველი და კარიერაში მეოთხე პოული.
მესამე-მეოთხე ადგილებზე გავიდნენ “ფერარის” პილოტები – სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი.
შეგახსენებთ, რომ რვა ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატს ლუის ჰემილტონი ლიდერობს – მას 145 ქულა აქვს და 14 ქულით უსწრებს ფეტელს.