რუსეთის გრანპრი ბოტასმა მოიგო
რუსეთის გრანპრი ბოტასმა მოიგო

„მერსედესის“ პილოტმა ვალტერი ბოტასმა კარიერაში მეცხრე და 2020 წლის სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა – ფინელმა რუსეთის გრანპრიზე გაიმარჯვა.

ბოტასმა წააგო სტარტი თანაგუნდელ ლუის ჰემილტონთან, რომელიც პოულის მფლობელი იყო, მაგრამ ბრიტანელის ლიდერობა მხოლოდ პირველ პიტსტოპამდე გაგრძელდა – ჰემილტონს 10-წამიანი ჯარიმა მისცეს სტარტამდე გასახურებელი წრის დროს წესის ორჯერ დარღვევისთვის.

ჯარიმის მოხდის შემდეგ, ჰემილტონმა წინ გაუშვა არ მხოლოდ ბოტასი, არამედ „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი. ლუისს არ ეყო სიჩქარე იმისთვის, რომ დაწეოდა ნიდერლანდელს. ის მთელი დარჩენილი დისტანცია ფერსტაპენთან 10 წამის ჩამორჩენით მოძრაობდა. თავის მხრივ, ბოტასი მაქსს ასევე 10 წამს უგებდა. საბოლოოდ, ვალტერიმ უპრობლემოდ შეინარჩუნა ლიდერობა და მეორედ მოიგო რუსეთის გრანპრი.

ჰემილტონის უპირატესობა საერთო ჩათვლაში 44 ქულამდე შემცირდა. მომდევნო ეტაპი ორი კვირის შემდეგ „ნიურბურგრინგზე“ გაიმართება. ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ეტაპია დარჩენილი.