ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს ასრულებს
თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს ასრულებს, – ეს განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, იუკი ამანომ გააკეთა. მისი თქმით, ოქტომბრის ბოლოს თეირანში იყო ჩასული, სადაც ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როუჰანისთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა . იუკი ამანო ამბობს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლები ირანის მონიტორინგს აგრძელებენ.
„ დღეის მონაცემებით, სააგენტოს თანამშრომლებს წვდომა აქვთ ყველა იმ ადგილზე, რომლის მონიტორინგიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია”,- განაცხადა იუკი ამანომ.
ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე ისტორიულ შეთანხმებას ხელი 2015 წლის 14 ივლისს მოეწერა.