მიხეილ სააკაშვილის სახლთან აქტივისტებმა ბარიკადების აღმართვა დაიწყეს
მიხეილ სააკაშვილის სახლთან აქტივისტებმა ბარიკადების აღმართვა დაიწყეს

მიხეილ სააკაშვილის სახლთან აქტივისტებმა ბარიკადების აღმართვა დაიწყეს. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, საცხოვრებელი კორპუსის ყველა გასასვლელის ბლოკირება მოახდინონ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინის სადარბაზოში, ასევე საცხოვრებელი სახლის ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი, მის ბინაში კი გენერალური პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ. თავად მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ სახლის სახურავზე ფორმიანმა პირებმა დააკავეს.

სახლის ეზოში შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ბინის კართან იმყოფება მისი ადვოკატი, რომელსაც თავის დაცვის ქვეშ მყოფთან უკრიანის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ უშვებენ.