ანტონიუ გუტიერეში - მსოფლიო საკუთარ თავს კიდევ ერთი ომის უფლებას ვერ მისცემს
გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მოხარულია სპარსეთის ყურეში კონფლიქტის დეესკალაციის ნიშნების გამო. ამის შესახებ ანტონიუ გუტიერეშმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში დაწერა.
„მშვიდობა ჩვენი ყველაზე ძვირფასი ღირებულებაა. ის არის დიდი შრომის შედეგი და ჩვენ ის არასდროს უნდა მივიჩნიოთ, როგორც თავისთავად არსებული. მოხარული ვარ იმის ნიშნებით, რომ სპარსეთის ყურეში კონფლიქტის ესკალაცია სავარაუდოდ იკლებს. მსოფლიო ვერ მისცემს საკუთარ თავს კიდევ ერთი ომის უფლებას“, – წერს ანტონიუ გუტიერეში.
გუშინ, ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინაღმდეგ დამატებით სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს აწესებს.