ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა გაიმარჯვა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა გაიმარჯვა. არჩევნების საბოლოო შედეგი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მისი თქმით, დავით ასათიანმა 953-დან 922 ხმა მიიღო, ხოლო მეორე კანდიდატმა ლევან ჯანაშიამ – 23, 8 საარჩევნო ბიულეტენი გაბათილდა.
შემაჯამებელ ოქმს საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, დღესვე გამოაცხადებს და ამის შემდეგ დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდება.
22 რეგისტრირებულიდან 958-მა ამიმრჩეველმა. ბათილად იქნა ცნობილი 8 ბიულეტინი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა. მეორე ტურის ჩატარება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ერთ-ერთი კანდიდატის დავით ასათიანის მხარდამჭერებმა კომისიის რამდენიმე წევრი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა, დავით ასათიანმა 1 129 ხმა მიიღო, ლევან ჯანაშიამ – 635.