ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ასათიანის ინფორმაციით, გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა.

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – წელიწადი და ცხრა თვე. ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება“, – წერს ასათიანი.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს.

დატოვე კომენტარი