ადვოკატთა ასოციაციამ 2019 წლის მუშაობა შეაჯამა
ადვოკატთა ასოციაციამ 2019 წლის მუშაობა შეაჯამა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ 2019 წლის მუშაობა შეაჯამა.

დღეს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით ასათიანმა ადვოკატებს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.

მან საადვოკატო სფეროში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ადვოკატების ჩართულობაზე.

ადვოკატებმა დღევანდელ კრებაზე ასევე ისაუბრეს იმაზე, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით.

ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა დღესვე ეთიკისა და სარევიზიო კომისიების წევრები აირჩიეს.