კიდევ ერთი ქართველი მეკარე ესპანეთში - ასათიანი „ხეტაფეს“ დუბლებში ვარჯიშობს #1TVSPORT
კიდევ ერთი ქართველი მეკარე ესპანეთში - ასათიანი „ხეტაფეს“ დუბლებში ვარჯიშობს #1TVSPORT

18 წლის დავით ასათიანი ესპანეთშია და „ხეტაფეს“ სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს – ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარეზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „ჩვენ ვართ ტორპედო“ ავრცელებს.

ასათიანი „ტორპედოს“ აღზრდილია და პატარა ასაკის მიუხედავად, თავი გულშემატკივრებს თავი უკვე დაამახსოვრა ეროვნულ ლიგაში კარგი თამაშით. 16 წლის ასაკში „ტორპედოს“ მაისურით ეროვნულ ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და „საბურთალოს” წინააღმდეგ გასვლაზე და სახლშიც 2 პენალტი მოიგერია.

ამავე დროს, ეროვნული ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა – მან ქუთაისის „ტორპედოს“ 16 წლის ასაკში უკაპიტნა და პენალტიც სწორედ ამ მატჩში მოიგერია.

დავით ასათიანი 2021 წლის მეორე ნახევარში ქუთაისელებმა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „ზესტაფონში“ იჯარით გაუშვეს. გააფორმებს თუ არა 18 წლის მეკარე „ხეტაფესთან“ კონტრაქტს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.