ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს

დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნები ჩატარდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს.

საარჩევნო საერთო კრება სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე წინასწარი ონლაინრეგისტრაციითა და არჩევნების დღეს ოპტიკური სკანერების გამოყენებით ჩატარდა.

კენჭისყრაზე თავიდან თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ორმა – ვასილ ოსეფაშვილმა და დავით ჯაფარიძემ კანდიდატურები მოხსნეს. არჩევნებში მონაწილეობა განაგრძო დავით ასათიანმა.

ხმის მიცემა 19:00 საათამდე გაგრძელდა და არჩევნების პასუხები ერთ საათში გახდა ცნობილი. ასოციაციის არჩევნების პროცესს ამერიკულ-კანადური კომპანია „დელიან ფროჯექთი“ უწევდა ადმინისტრირებას.