ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა გაიმარჯვა

20:27, 23.12.2017

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა გაიმარჯვა. არჩევნების საბოლოო შედეგი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მისი თქმით, დავით ასათიანმა 953-დან 922 ხმა მიიღო, ხოლო მეორე კანდიდატმა ლევან ჯანაშიამ – 23, 8 საარჩევნო ბიულეტენი გაბათილდა.

შემაჯამებელ ოქმს საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, დღესვე გამოაცხადებს და ამის შემდეგ დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდება.

22 რეგისტრირებულიდან 958-მა ამიმრჩეველმა. ბათილად იქნა ცნობილი 8 ბიულეტინი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა. მეორე ტურის ჩატარება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ერთ-ერთი კანდიდატის დავით ასათიანის მხარდამჭერებმა კომისიის რამდენიმე წევრი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა, დავით ასათიანმა 1 129 ხმა მიიღო, ლევან ჯანაშიამ – 635.

მსგავსი