ასათიანი „ტორპედოს“ დაუბრუნდა - 18 წლის მეკარე, სავარაუდოდ, მაინც ესპანეთში ითამაშებს #1TVSPORT
ასათიანი „ტორპედოს“ დაუბრუნდა - 18 წლის მეკარე, სავარაუდოდ, მაინც ესპანეთში ითამაშებს #1TVSPORT

დავით ასათიანი 6 თვით ისევ ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს და გუნდს 28 იანვარს შეუერთდება, რომელიც თურქეთში შეკრებაზე იმყოფება.

18 წლის მეკარე ესპანური „ხეტაფეს“ სარეზერვო გუნდში სინჯებზე იყო. ცნობილი გახდა, რომ ესპანურ გუნდს ქართველი მეკარე 2021 წელსაც იწვევდა, მაგრამ წასვლა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ მოახერხა.

ახალგაზრდა მეკარე ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან 2019 წლის სექტემბერში ეროვნულ ლიგაში ქუთაისის „ტორპედოში“ სადებიუტო თამაში 16 წლის და ერთი კვირის ასაკში ჩაატარა. ამას გარდა, მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოსთან“ ორ შეხვედრაში ორი პენალტი მოიგერია.

დათო ასათიანმა ქუთაისის „ტორპედოში“ 6 მატჩი ჩაატარა. ახლა გუნდში 6 თვე გაჩერდება და სავარაუდოდ, ზაფხულში ლა ლიგის კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ის იყო საქართველოს 17 და 20-წლამდე ნაკრებების წევრი. 2021 წელი იჯარით მეოთხე ლიგის „ზესტაფონში“ გაატარა.