დავით ასათიანი – ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებას არ აღიარებს, რის გამოც საოკუპაციო რეჟიმმა პატიმრობაში დატოვა

17:53, 13.12.2019

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს ბრალდებას, – ამის შესახებ ადვოკატმა, დავით ასათიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც დავით ასათიანმა აღნიშნა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა.

„ვესაუბრე ადვოკატს, პატიმრობაში რჩება, სამწუხაროდ. ის არ აღიარებს ბრალს. ისევ იმ პოზიციაზე დგას. ე.წ. სასამართლო სხდომა შემდგომ კვირაში დაიგეგმა. ჩვენ გვაქვს შეხება აბსოლუტურად არაკონტროლირებად, წარმოუდგენელ სასამართლო პროცედურასთან და პროგნოზირება არის შეუძლებელი. ახლა დეტალებს ვარკვევთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი