***

მე ყოველთვის მემახსოვრება
ჩვენი ოფისის ერთგული გუშაგი –
ჩემი კარგი მეგობარი –
კავკასიური ნაგაზი “გარინჩაც”
8 წლის ასაკში სიმსივნე რომ დაემართა
და რომ დააძინეს

 

 

კოკისპირული

კოკისპირული წვიმა
არღვევს
ძილისპირულ განწყობილებას…

ბავშვობაში, ვარანცოვზე, როცა კოკისპირულის
გამო ჩვენს პატარა ქუჩაზე ნიაღვარი
მოედინებოდა და ტბორავდა სარდაფებსა და
სარდაფისებრ ბინებს, – დედაჩემი, თავისი
დედამთილისაგან, ღვთისმოსავ ბებიაჩემ
ბარბარესაგან, ნასწავლ ხერხს მიმართავადა:
ქაღალდს ცეცხლს წაუკიდებდა და ნიაღვარში
გადაუშვებდა ხოლმე – წყალს წვავდა?..

არა მგონია, ასეთი საშუალება ეფექტიანი
იყოს კოკისპირულების დასაშოშმინებლად.
სამაგიეროდ, მგონია, რომ: თუკი რამ
მარადიულია ამ ქვეყნად, ერთ-ერთი –
წარღვნის შიშიცაა…

 

***

ვარსკვლავებით მოქარგული ცა…
ჭრი-ჭრი-ჭრი –
ჭრიჭინებს ჭრიჭინობელა პატარა…

არადა, ვარსკვლავები ჯოჯოხეთური
თერმობირთვული ოკეანეებია,
ჭრიჭინა კი მხეცია, მტაცებელი –
პეპლებს ჭამს…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15