***

თვითმფრინავში

ტურბულენტობა
აკვანივით არწევს თვითმფრინავს:
აქეთ და იქით, იქით და აქეთ…
ტურბულენტობას არა აქვს სული.
ტურბულენტობას არა აქვს სახე.

მერე? –
ამ უსულომ და უსახომ
უნდა გვიმსხვერპლოს?!..

ისე,
რატომაც არა?..

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15