***

შეეჩვევიო
რაღა დროს შენი დედააო
უკვე შვილიშვილი გყავსო

ათი წელი გავიდა
მე კი ვერ შევეჩვიე
ეტყობა მაინც „დედიკოს ბიჭი“ ვიყავი
და ასეთად დავრჩი

მენატრება
ხანდახან ისე მომენატრება ხოლმე
რომ ცრემლს ვერ ვიკავებ

მამაკაცს ეგეთები არ შეშვენისო
უხერხულიაო

მე ვიცი რაცაა უხერხული
ვისი რა საქმეა
ვიღაც ეჩვევა უდედობას
ვიღაც ვერ ეჩვევა

კიდევ შეხვდებიო
იქ შეხვდებიო

სად იქ?!
ანდა იქ და აქ ერთია?!

ჰოდა
თავი დამანებეთ
მენატრება
მეტირება
და ვტირი

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15