***
მანდელშტამიდან

4D ფორმატის საუკუნეშიც
მე და შენ მაინც გვჭირდება ნუგეში

ჰოდა
ხელს ნუ ჩაიქნევთ ლექსებო
და ნურც საბრძოლო მიზნებს დაისახავთ

დაელოდეთ

თქვენ ხომ 4X4X4X4X4X4X4X4D
ფორმატისა ხართ

 

 

***
ჰაიდეგერიდან

ცოდოა ძველი, ტყავდამსკდარი,
ფერდაკარგული, ოდესღაც ლურჯი
წყვილი ფეხსაცმელიც –
მიტყუპებული,
უპატრონოდრომ დგას
სარდაფის კუთხეში…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15