***
პასტერნაკიდან
თქვენც კი იმსხვრევით,
სალო კლდეებო –
ჭექა-ქუხილით ცვივა ლოდები…
ისე, ხმამაღლა რა მამღერებდა?…
წავალ, ბალახთან დავმეგობრდები…
***
მე არ ვივიწყებ ამ წესს –
გული არასდროს დაგწყდეს!..
კარგი არის თუ ცუდი –
დრო მუდამ ნამყოს უდრის,
ხოლო მყოფადი მხოლოდ
გზის შემდეგ ჩნდება –
ბოლოს…
