***
ლურჯი “პანამაქუდი” რომ დავკარგე
ერთ-ერთი ბოლო ჭარბად ალკოჰოლიანი
ღონისძიებისას, იმის შემდეგ წამივიდა
ჩემი საქმე ცუდად.
სად არ გვივლია ერთად! –
გერგეტის სამებიდანაც
გადმოვყურებდით აღტაცებულები,
აპენინებში იქაურკუჭმაჭსაც
ვაგემოვნებდითგაკვირვებულები,
გობუსტანის ღოცკ რტ-საც
ვათვალიერებდით გაოცებულები
და ნორავანქში
მონღოლურნაკვთებიან ქრისტესაც
შევცქეროდით გაშტერებულები…
სადა ხარ, ჩემო ლურჯო პანამავ,
ვის ხელში ხარ,
რომელ თავს მოურგიხარ?
ვიცი, რომ ყოველივე წარმავალია,
მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ დანაკარგს
ვერასოდეს შევეჩვევი!