***
ისევ დედას

სტკიოდა გაუსაძლისად სტკიოდა
არ უჩიოდა დიდად
იცოდა რომ მიდიოდა
და
არ მეშინიაო

არც ეტყობოდა შიში

იქნებ იმიტომ რომ ტკივილმა თავი მოაბეზრა
ტკივილმა 37-ში რომ ჩაიბუდა სულში
მამის გაუჩინარებისას
ტკივილმა გუნდი რომ მოაძებნინა თავშესაფრად
გუნდს რომ შეასისხლხორცა
გუნდს რომ შეაბერა
გუნდს რომელსაც უსმენდა
გუნდს რომელსაც ასწავლიდა
ვერდის რექვიემსაც
ორფის Carmina Burana-საც
და სულხანიშვილის “ღმერთო, ღმერთო”-საც

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15