***

გავედი მოსაწევად და McDonald’s-ის
ვეებერთელა ფანჯრის გარე მხრიდან
შევცქერი ჩემს შვილიშვილს –
6 წლის ანასტასიას
ტასოს,
ტასიკოს,
მეტისმეტად რომ მოშიებია,
პატარა კბილებით რომ ჩაფრენია
ჩისბურგერს, მეორე ხელი კი
შემწვარი კარტოფილით სავსე,
ქაღალდის, პატარა,წითელ კოლოფში
ჩაუყვია.

ორი წუთის წინ გამოგვიცხადა –
გასვენება არ გამაგონოთო,
იმიტომ რომ მენატრებიანო.

აი, კოკა-კოლაც მოწრუპა,
შემომხედა,
დავემანჭე,
ენა გამომიყო…

და
ვგრძნობ რომ…
სიტყვებს ვეღარ ვპოულობ
ამ ლექსის დასამთავრებლად…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15