***

სიმთვრალე ცუდია სიმთვრალე
ცუდია სიმთვრალე
სიფხიზლე კარგია სიფხიზლე
კარგია სიფხიზლე

თუმცა
არსებობს კი სიფხიზლე
განა შეიძლება ფხიზელი იყოს
ადამიანი

ისევ ტვინის ჭყლეტა
ნეტა
ვის სჭირდება ტვინის ჭყლეტა
ნეტა

ჰოდა არა სჯობს – სამსახურში წავიდე
ან კინოში ან წიგნების მაღაზიაში შევიარო
ან გამოფენა დავათვალიერო ან ვაკის
პარკში გავისეირნო ან კუს ტბაზე
ავიდე ან არსად წავიდე
კომპიუტერული კარტი წავითამაშო
მერე ფეისბუქში გადავეშვა მერე
ტელევიზორით მოვიტყუო თვალი
მერე დავიძინო მერე გავიღვიძო
სამსახურში წავიდე ან კინოში
ან წიგნების მაღაზიაში შევიარო
ან გამოფენა დავათვალიერო
ან ვაკის პარკში გავისეირნო ან კუს ტბაზე
ავიდე ან არსად წავიდე
კომპიუტერული კარტი წავითამაშო
მერე ფეისბუქში გადავეშვა
მერე ტელევიზორით მოვიტყუო თვალი
მერე დავიძინო მერე გავიღვიძო
მერე და მერე და მერე და
მაინც

სიმთვრალე ცუდია სიმთვრალე
ცუდია სიმთვრალე
სიფხიზლე კარგია სიფხიზლე
კარგია სიფხიზლე

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15