***
ჩაპლინის ფირი

შენ დღესაც სასაცილო ხარ, ჩარლი,
დღესაც აცინებ მოხუცსაც, ბავშვსაც –
გახუნებული ტრიალებს ასლი:
ბევრი რამ გაქრა,
ცოტა რამ დარჩა…

დრო უძღებია – ახალ მსხვერპლს ითხოვს,
სურს თუ არა სურს, მაინც ვერაგობს…
შენ დღესაც სასაცილო ხარ, ჩარლი…
ხარ თუ არა ხარ?
გრძნობ თუ ვერა გრძნობ?..

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15