***

ყველაფერს სიკვდილს ნუ დააბრალებ
გახედე სიცოცხლევ
შენ თვითონ რას უშვრები
ადამიანებს

 

 

***

მარტის საფრთხობელა
ქარების სტვენა-გუგუნით
იქნევს ხელებს

შეშინებული აპრილი კი
მაინც მოდის

 

 

***

“სვეტი იგი ნათლით შემოსილი
მცირე-მცირე ჩამოვიდოდა
და ძირთავე მისთა ზედა დაემყარა
და შეეძერწა”

და დგას ასე შეძერწილი
სადღაც
დროის მიღმა

 

 

***

ნეტავ, თუ იცოდა რუსთაველმა,
რომ რუსთაველმა ისეთი რამ შექმნა,
რის მჯობნსაც ვეღარავინ შექმნიდა,
ვეღარც – რუსთაველი…

ეცოდინებოდა…
ეცოდინებოდა და გადაიხვეწებოდა…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15