გეყო!

  მაპატიე! მაპატიე…

მაგრამ რომ ვეღარ გამაჩერა, ბოლოს მთელი ხმით დამიყვირა:

 დაჯექი!

ამ სიფრიფანა გოგოს, ხმა ჰქონდა, იმის დეეე?!

დავჯექი და გავისუსე. თავი რაღაც საშინელებათა, ან საშინლად კომედიური ფილმის პერსონაჟი მეგონა…

ისმოდა გრიგის მუსიკა. მე და დასისხლიანებული ანანო  ვიჯექით და კვლავ ვუყურებდით იმას თუ ნიავი, როგორ არხევდა ოქროსფერი ყვავილებით მოქარგულ ფარდას. დახედა დასისხლიანებულ პერანგს ძალიან “იაზვურად” თქვა:

  ცხოველო, ლიკვიდაცია თითქმის გამოგივიდა!

–  არ მინდოდა!

 გეყო, ეგ უკვე აღარავის აინტერესებს!  – გასისხლიანებული პერანგი შეიხსნა, – ეს უნდა გავრეცხო! აბაზანა სადააა?

სამზარეულოს გვერდით!

გავიდა. მესმოდა როგორ მოუშვა წყალი.

მერე ოთახში შემოვიდა. სველი პერანგი წინიდან, ჰქონდა აფარებული. წელს ზევით შიშველი იყო.

  უნდა გავფინო, რომ გაშრეს! – თქვა და “და დაან!” შეძახილით ლიფიანი მკერდი დ ა მ ა ნ ა ხ ა. ყბა კოჭებამდე ჩამომივარდა და აღმომხდა:

  აუუოო!

ლიფი თითქმის არ ეტყობოდა. ის, ხორცისფერი იყო, წვრილი და ლამის გამჭვირვალე… ოდნავ თუ ფარავდა ტრამპლინივით გამოშვერილ სხეულის ამ მიმზიდველ ნაწილს…  მაგრამ ჩემთვის ეს ნაჭრის ატრიბუტი არაფერს ნიშნავდა. ჩემს წარმოსახვაში, ის მაინც შიშველი იყო. რაღაც საცეკვაო ილეთი გააკეთა და საბალეტო პოზაში დადგა. ისეთი ჰაეროვანი და მიმზიდველი იყო, რომ  თავი ვერ შევიკავე, ფეხზე წამოვხტი და ხელები მკერდზე ა ვ ა ფ ა რ ე.

ძალიან  ცხელი კანი ჰქონდა. ასე ვიდექი ალბათ მთელი საუკუნე.

  უკაცრავად! – დამცინავად თქვა და მ ო მ შ ო რ დ ა.

მიუხედავად იმისა, რომ ანანო წავიდა, სკამზე გარეცხილი პერანგი დაკიდა. მე  ხელებგაშვერილი, მართლაც დეგენერატივით ვიდექი და მეჩვენებოდა, რომ ოთახში ორი ანანო იყო. ერთო დაფუსფუსებდა თავის პერანგს, მეორეს კი მკერდი ჩემს ხელებში ჩაემალა და მრავლის მთქმელი მზერით მნუსხავდა.

  ღილიც აგიწყვეტია! – ამოიოხრა.

  რაა?

 ღილიც აგიწყვეტია!

  მაპატიე. – გონს მოვეგე და ხელები ჩამოვუშვი.

  სახლში მომიყვანე, იატაკზე დამაწვინე, მერე ლამის ცხვირი გამიტეხე, პერანგი დამიხიე! ნაღდად ღირსი ხარ, რომ შეგახრამუნო…

  რატომ?

  ვერ ხვდები რატომ?

  მ ა პ ა ტ ი ე!

  ასე უბრალოდ, რომ გაპატიო საინტერესო არ იქნება! – გაიცინა მან… რატომღაც მეც გავიცინე.

  შენ რატომ იცინი? მე დამცინი? – სერიოზულად შემომიტია და ხმასაც აუწია.

  არა! – ვიმართლე თავი.

  სიგარეტი გაქვს?

  ეწევი?

  რატომაც არა!

იმპორტული, ნაღდი “ჩესტერფილდის” სამი ღერი მქონდა გადამალული და ისინი მივუტანე.

 ვაა! მაგარია!

მოუკიდა და ისევ იატაკზე დაწვა.

 მოგწონს?

 უჰუ! – დამიდასტურა.

  მეც მომწონს “ჩესტერფილდი”. ბიძაჩემს ავახიე. ეს პლაკატიც მან ჩამომიტანა. მეზღვაურია და სულ საზღვარგარეთ დადის…

  ბარი-ბარში რომ ვიყოთ პერანგი შენც უნდა გაიხადო და დაწვე…

 ჰოო?

  ჰოო!

გავიხადე და გვერდით მივუწექი.

  რამე, ხომ არ დავლიოთ? – იკითხა და ფეხები ტახტზე შემოაწყო. კაბა ბოლომდე ჩამოუცურდა, მაგრამ ყურადღებაც კი არ მიაქცია.

  ლიმონათი?

  ბავშვები ვართ? – დამცინავად იკითხა.

  არა! – გავბრაზდი.

  რაიმე მაგარი სასმელი გაქვს? ეგებ ვისკი  გეგულება სადმე?

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14