ანანოს “ჟენიხი” ჩემზე დიდი იყო, არა მარტო ასაკით, არამედ წონითაც და ჯანიც ეტყობოდა.  მასთან შედარებით, მე ერთი პატარა გაწრიპული, მუწუკებიანი მასტი ვიყავი… ჰოდა, სანამ მისგან მომხვდებოდა, “ჩაინიკა”, რომელიც მანამდე გვერდით იდგა და კაი მაყურებელივით ზვერავდა სიტუაციას,   ჩახტა შუაში და ლამის აწეული “ქოთი”, დროებით დააშოშმინა, ამაში სხვა ბიჭებიც მიეხმარნენ. ბოლო-ბოლო “დეისტვუიუშჩი” ბანდიტ-რეცედივისტის შვილი იყო და ეს ყველამ იცოდა.

 საღამოს, ექვსზე მოვალ და ვიბაზროთ! – კბილებში გამოცრა “ლოყებშელახულმა”.

 მოდი და ვიბაზროთ! – არ შევეპუე მეც.

  უნდა ვიბაზროთ და საქმე გავარკვიოთ! – აიქნია თითები “ჩაინიკამ”, – აქ “აბიჟნიკობა” და ეგეთი რამეები არ გვინდა! “ჩესნი” ბაზარი იყოს, მერე თუ ვინმე გასალახია, “იასნია” გაილახება! გასაგებია?

 გასაგებია!

ასე დაითქვა “სტრელი”…

…ჩვენში დარჩეს და ნორმალური კაცი, რომ დაფიქრებულიყო, – “რა უნდა გარკვეულიყო, ან რაზე უნდა გვესაუბრა? ან რა იყო საერთოდ სალაპარაკო?

სინამდვილეში არაფერი!

ეს, მეც კარგად ვიცოდი და როგორც მივხვდი, ანანოს “ჟენიხმაც” მოტვინა, რომ  “ვაშემც” ყველაფერი ქალის აგდებული “პაკაზუხა” იყო და მეტი არაფერი… ამ “პაკაზუხა” – თი უნდა გადაფარულიყო რაღაც, რის აზრზეც არ ვიყავი.

ფაქტი იყო, ჩემთან “შატალოზე” წამოსვლამდე – ან მათ შორის, ან ანანოს და ვიღაცას შორის რაღაც მოხდა. ისეთი რაღაც რისი “მიჩმორვაც” აუცილებელი იყო ანანოსთვისაც და ალბათ, იმ “სილაგაწნული” “ჟენიხისათვის”… 

…ჰოდა “მამა აბრამის ბატკანიც მიპოვეს”.

მე კი “იასნია” მაინტერესებდა პასუხები შეკითხვებზე:

  1. რას მაბრალებდნენ?
  2. რატომ მაბრალებდნენ?
  3. შიგ ხომ არ ჰქონდათ?

თუმცა პირველივე “თაქიდან” ჩანდა, რომ ამ შეკითხვებზე პასუხებს არ და ვერ მივიღებდი. არსებობდა ანანოს დაგდებული ჭორები, რომელთა ნაგლეჯები ჩემამდეც აღწევდა. იქ, იყო აღწერილი ჩვენს შორის მომხდარი რეალური სცენები, მაგრამ ფორმა როგორაც იყო ეს ყველაფერი მოთხრობილი  და მოწოდებული არანაირი კავშირი არ ჰქონდა სიმართლესთან და ჩემში ატომურ აფეთქების ტოლფას “გიჟობებს” იწვევდა.

პირველი “თაქის” და გატყლაშუნების მერე, სკოლაში აღარ დავბრუნდი. მე და “ჩაინიკამ” სასტავს გადავურეკეთ და საძმო “სტრელზე” დავიბარეთ. გავაფრთხილეთ “დრინები” წამოეღოთ, მაგრამ დანები არა. მერე თითო ხაჭაპური დავათოხლავეთ. ცოტა ქუჩაშიც “ვიტასავეთ” და “კურილკას” მივაშურეთ და სადაც “მოყუჩებულ პონტში” სიტუაციაში გარკვევას შევეცადეთ.

 საროჩკა დაეხა ძმაო? – მეკითხებოდა “ჩაინიკა”.

 შემთხვევით გაეხა.

მანამდე ცხვირიდან სისხლი ადინე?

 შემთხვევით დავეჯახე.

 “ზნაჩიტ” შემთხევით? – თვალს მიკრავდა და პასუხის დაულოდებლად აგრძელებდა ჩემს დაკითხვას, – ერთად იწექით?

მხოლოდ იატაკზე!

გვერდიგვერდ?

 მერე რაა? – ვბრაზობდი.

  შიშველი იყავი?

მხოლოდ ზევიდან.

შიშველ მკერდზე შეეხე?

შემთხვევით!

  შემთხვევით? – იცინოდა ის და ვხვდებოდი, რომ ჩემი პასუხები სასაცილო და არადამაჯერებელი იყო.

 მართლა ეგრე იყო “ჩაინიკ”! მართლა ეგრე იყო!

შეაშინე?

მერე რა მოხდა?! ასე ვხუმრობდი!

 უთხარი მოგკლავო, თუ არ მომისმენ, ანუ თუ არ დამიჯერებ და გამიგებო?

 ვეხუმრე.

სასმელი დაალევინე?

 ორივემ დავლიეთ!

ხელი მოაკიდებინე?

 თვითონაც შემეხო მუცელზე და…

  ვინ შეგეხო? ანანანო შე… შეგეხო?!

 ჰოო!

 აუ, ჩემი კაი რაა?! რომ არ გიცნობდე, მართლა ვიფიქრებდი, რომ მაგარი სიაფანდი ხარ! აკოცე?

ჯერ იმან მაკოცა.

“ჩაინიკამ” ნერწყვი გადაყლაპა და გაწითლდა:

ვინ გაკოცა? ანანომ პირველმა გაკოცა შენ?

 ჰოო!

  კარგი რა, ნაღდად მაბოლებ?! – გადაირია ჩაინიკა.

შენს ძმობას ვფიცავარ, მაკოცა. მაკოცა. მაკოცა. მე მერე ვაკოცე! – ავყვირდი.

 მე კი მჯერა შენი, მაგრამ იცოდე მართალი კაცი არ ყვირის!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14