ვაი! – ცოტა დაიძაბა.

  ანანო, ჩვენი ოჯახი მაროკოდან ჩამოვიდა! არცერთი არ ვართ ქათველი!

  მართლა!

  დედაჩემი –  იბერო-მავრიტანელია, მამაჩემი კი მარინიდია.

  მარინიდი რა არი?

  მაროკოული ტომია, სვანების მაგვარი!

  არაბი სვანი ხარ?! არაბული იცი?

  ვიცი, მაგრამ სახლში ბერბერულად ვლაპარაკობთ! ვლაპარაკობთ, მხოლოდ მაშინ როცა ფანჯრებს დავხურავთ!

  ფანჯრებს?

  ჰოო, ხმა ქუჩაში რომ არ გავიდეს და არ გავიშიფროთ!  – გულში კი გავიფიქრე, “ახლა რომ მითხრას რაიმე მითხარი ბერბერულადო, რა უნდა ვქნა?!”.

  მხოლოდ ახლა არ მთხოვო ბერბერულად რაიმე მითხარიო! ვერც გაიგებ და არცაა საჭირო…

  მერე აქ რა გინდათ?

აქ ყველაზე დაცულები ვართ! მთელი ოჯახი მზვერავები ვიყავით. იქ, მოღალატემ ჩაგვიშვა და რომ არ მოვეკალით, ქვეყნიდან გამოგვაპარეს და მერე, აქ ჩამოგვიყვანეს! თან დედის იბერიულმა სისხლმაც თავისი როლი ითამაშა … ხუთი თვე, ოჩამჩირეში, გუდაუთასა და გაგრაში ვცხოვრობდით. ეს დრო აქაური ენისა და ადათწესების ათვისებას მოვანდომეთ და ახლა ქართველები ვართ!

  შენ რა გქვია?

  კოკა! – გამიკვირდა, მეგონა არ ახსოვდა.

  არა ეგ კი არა ნამდვილი სახელი.

  ნადვილი სახელი? არ გაიცინებ?

  არა

  ბარაქატი!

  ეგ რას ნიშნავს?

  ბარაქა არ იცი რას ნიშნავს?

  ააა! გასაგებია! რა საინტერესოა! კიდე მომიყევი რაიმე მაროკოზე?

რაც მქონდა წაკითხული არაბულ ზღაპრულ სამყაროზე – მოვყევი. “ათას ერთი ღამე”, “ბაღდადელი თვალთმაქცი” და რავი რაა… ყველაფერი გადავაკეთ – გადმოვაკეთე. მივაბ-მოვაბი და მაგარი სერიალი გამომივიდა… ბოლოს როცა მამიდაჩემი “სეიდაბი” და მისი შეყვარებული იხტიანდრ გარინი, ლაზერის იარაღის მოსაპარად შანხაიში გავუშვი.

 დ ა ვ ი ღ ა ლ ე  ფანტაზიორობით… ორივეს შავი ჭირი შევყარე და კეიპტაუნის საავადმყოფოში განვაწესე…

ამის მერე, თვალები დავხუჭე და ვითომ დაღლილობისაგან ჩავიძინე… შეიძლება ვინმეს გაგეცინოთ, მაგრამ დავიღალე, ვაა?! უბრალოდ აღარ მინდოდა ლაპარაკი, თან ანანომ იმდენი სისულელე დაიჯერა, რომ შემრცხვა საკუთარი თავის და გადავწყვიტე უფრო შპიონური პონტები შემომეგდო… მაგრამ პატარა თაიმ-აუტი მჭირდებოდა, ძალებისა და ფანტაზიის განსაახლებლად…

…დავჭყიტე თვალები, ვითომ უცებ გამოვერკვიე ღრმა ძილისგან, ახლოს მივუჯექი და მხრებში ხელები მოვკიდე და ჩემსკენ შემოვაბრუნე. სახე იმდენად მოვიახლოვე, რომ მისი კანის სიმხურვალესაც კი ვიგრძენი. არ გამძალიანებია, პირიქით ინტერესით მომყვა. შევამჩნიე, თვალები უცნაურად აუციმციმდა და აემღვრა. მომეჩვენა, რომ ოსტატურად ასახიერებდა მიამიტ, გულუბრყვილოს და სინამდვილეში არც ერთი სიტყვა არ დამიჯერა, მაგრამ “არ გამიტეხა” და მომყვა თამაშში. იხტიბარი არ გავიტეხე და მაინც ჩემსას მივაწექი. აღარ გავჩერდი.

  ანანო! – ხმა ლამის მკერდიდან ამოვიღე და ისეთი ბოხი გამომივიდა, რომ თვითონ გამიკვირდა.

  რა გინდა? – თითქოს შეეშინდა და ხელის გულებით მომაწვა.

  დამპირდი, რომ ის რაც მოგიყევი არავის გაუმხელ?

  რაებს ბოდავ?!

მიპასუხე, თუ არა და სხვა შემთხვევაში… სხვა შემთხვევაში… იცოდე, იძულებული ვიქნები… – ვერაფრით გავიხსენე ეს სიტყვა, და როგორც კი გონებაში ამომიტივტივდა, ეგევე დავაბრახუნე, – ლ ი კ ვ ი დ ი რ ე ბ ა  ჩაგიტარო…

  შენ ხომ არ გაგიჟდი? – დაიკნავლა  და კუთხეში მიიყუჟა.

  მპირდები, თუ არა! – მკვეთრად მოვუჭერი და მაგიდას მუშტი დავკარი.

  გპირდები! – ამოილუღლუღა მან, – ოღონდ იცოდე, მერე ინანებ! ძალიან ინანებ და გვიან იქნება!

  რას ვინანებ? – დავიბენი.

  ჩემს ლიკვიდირებას!

  ლიკვიდირებას?

  დიახ! – გამომწვევად მიპასუხა და წამოწითლდა.

  იცი, რა არის ლიკვიდირება? – ცოტა არ იყოს ვერ მივხვდი, ვერ დავიჯერე, რომ  ვერ გაიგო სიტყვა “ლიკვიდაციის” მნიშვნელობა…

  შენზე კაგრად ვიცი რა არის ლიკვიდირება! და ისიც კარგად ვიცი შენ რას გულისხმობ? გარყვნილო!

  გარყვნილო?.. ლიკვიდირება – მოკვლას ნიშნავს სულელო! – თავი ვერ შევიკავე და ავხარხარდი, – შენ რა გეგონა?

  მართლა? – წამოწითლდა ანანო და დააზუსტა, – და მეტს არაფერს?

  არაფერს!

  გ ა ს ა გ ე ბ ი ა! – ამოიხვნეშა და თითქოს დამშვიდდა.

  ალაჰ-ილალაჰ!

  დეგენერატო! – გაიცინა და თავში ხელი წამომარტყა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14