კიი! – გამიხარდა და ბიძაჩემის ჩამოტანილი ვისკი გამოვუღე, – ჭიქა?

არ გვინდა. ისე მოვსვათ! – სწრაფად მოხსნა თავსახური, მოწრუპა, გადმომაწოდა და ისევ დაწვა. მეც მოვსვი. ძაან მაგარი იყო. ლამის  ყველაფერი ჩამწვა, ჩავახველე და მის სახეს დავაკვირდი.

მიხვდა, რომ ვუყურებდი. სახეზე ხელები აიფარა და გაიცინა.

  დაწექი. ასე ნუ მიყურებ მრცხვენია! დაწექი და მოდი თეთრ ოცნებებს ვუყუროთ!

  რაას?

  ჭერს!

  ჰოო! – წამოვწექი და ჭერისკენ ავიხედე.

  დიდხანს როცა უყურებ ერთ ფერს, მასში იძირები! აი, სცადე. თვალები არ დახუჭო და ისე უყურო!

ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

 არ გამომდის!

 უნდა მოითენთო… მოიცა, მოგეხმარები!

გადმობრუნდა და მუცელზე ხელი დამადო. ავკანკალდი.

 ნუ კანკალებ, სულელო! – გაიცინა და მომეფერა, – ღრმად ისუნთქე!

ჩავისუნთქე და… ამოვისუნთქე. ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე.

 ჭვავის ყანა უკვე გაქვს?

ჭვავის ყანა?

 ჰოო,  ჭვავის ხუჭუჭა ყანა? – ხელი ქვემოთ გააპარა, მაგრამ დროზე გაჩერდა.

 ხუჭუჭა?

ჩემს მიამიტობაზე გაეცინა. ხელი აიღო და ისევ ისე დაწვა. 

“აუუუ, ჩემი!!!!” – მხოლოდ ახლა მივხვდი რას მეკითხებოდა!!!! – აუ რა “პოზდნი” ვარ!…” – გავუბრაზდი საკუთარ “გამოქლიავებულ” თავს.

 ჩაისუნთქე ღრმად და კვლავ ამოისუნთქე! ჩაისუნთქე და კვლავ ამოისუნთქე! ჩაიძირე?

ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. აღარ შემეძლო მეტი.

საოცარია!  – ამოვიგმინე და მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა.

 ნუ ტყუი! არ გიხდება! – გამომართვა ბოთლი და ისევ მოწრუპა, – იცი, ეს ყველაფერი ჩვენი იქნებოდა! რომ არ ვტყუოდეთ, ყველაფერი რასაც მოვინდომებდით ჩვენი იქნებოდა!

  რა იქნებოდა ჩვენი?

  სპეტაკი სამყარო! მაროკო! ოცნებებები! ყველაფერი ხორცს შეისხამდა!

  ალბათ!

  ალბათ? – გაბრაზდა, – ალბათ – ცუდი სიტყვაა! “ალბათ” – ყველაფერ სიბიძურეს ათეთრებს!

  შესაძლებელია! – თავი ვიმართლე.

  “შესაძლებელიც” იგივე გულისამრევი სიტყვაა!

  მმმ…

  საკუთარი თავი მძულს… მაგრამ უფრო ხშირად თქვენ მძულხართ…

  ვინ ჩვენ?

  შენ არა… ისინი. კაცები!

  მეც კაცი ვარ!

გაიცინა. წამოჯდა.

 მაროკოს გაუმარჯოს!

მოდი, შენ გაგიმარჯოს!

 კარგი, მე გამიმარჯოს! შენ კი არ გაგიმარჯოს! – გადაჰკრა. ფერფლი მკერდზე დაეყარა, – “უუფპს”! – ფერფლს სული შეუბერა და ბოთლი მომაწოდა. დავლიე, და უფრო თამამად შევხედე მის მკერდს და…

მკაფიოდ მხოლოდ ახლა დავინახე დალურჯებები და სიხლჩაქცევები…

ეს რა არის?

ესს, ცხოვრებაა!

 ეს მე ვქენი?

 ნეტა შენ… – თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა და უბრალოდ მაკოცა.

მაკოცა ტუჩებზე, და არა ტუჩებში. ამ კოცნას სიმხურვალე ან ეგეთი რამეები არ ჰქონდა. არ იყო ისეთი, როგორიც წიგნებში იყო გაწერილ-აღწერილი. სხვანაირი კოცნა იყო. ანკარა. სუფთა. გრილი. გამომაცოცხლებელი. აი, ისეთი – ცხელ გულზე,  წყაროს ან ჭის კამკამა წყალს რომ დაეწაფები. მინდოდა მეთქვა:

“ – მომეწონა! ვახ რა მაგარია! მიყვარხარ! მოდი თუ გინდა მაროკოში წავიდეთ! აქ  დარჩი… ან დაჟე “ცოლად გამომყვები?”… მაგრამ ვერაფერი ვთქვი, რადგან ჯობია მუნჯი სულელი იყო, ვიდრე მოლაქლაქე დეგენერატი…

  მეე… – თხასავით ამოვილუღლუღე და საკოცნელად გავიწიე. სახეში მსუბუქი სილა გამაწნა. გაიცინა და შემომაბოლა…  ამის მერე რაღაც შეიცვალა. მეტი აღარც გვილაპარაკია.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14