მხედარი

მქროლავი ცხენი

გააქვავა, მოაბზრიალა,

ჩამოხტა და

კლდის პირას დაწვა.

მზე დაჰნათოდა,

მიცურავდნენ ზემოთ ღრუბლები.

და ისე ღრმად ჩაიძინა,

რომ ჩათვლიმა მასთან ერთად

დედამიწამაც.

თუმც იმ წუთებშიც,

როცა იგი ძილმა მოსხიპა,

ფლოქვების ხმა ჩაესმოდა

ძარღვებში, სისხლში…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13