თავისუფლება

განთქმულ ბრძენს ვკითხე,

რა არის მისთვის თავისუფლება,

და სავსებით კლასიკური იყო პასუხი.

ავხედე ცას და დავრწმუნდი: ბრძენი არის მართალი.

მაგრამ ერთხელაც ნალათის ველზე, საღამოთი,

ფეხარეული ცხენი შევნიშნე –

მეწამულ ბალახში სრულიად უმიზნოდ მოხეტიალე.

უნაგირზე გალეშილი ზარმაცი ყაზახი

შემომჯდარიყო.

ღრმად ეძინა და მძლავრი ხვრინვა

ბლანტ, ვარდისფერ ღრუბლად მისდევდა

დაისის ველზე.

ჩვენი ბრძენი რას იტყოდა ნეტავ ამაზე?

რომელია უფრო მეტად თავისუფალი ნალათის ველზე –

მძინარე მხედარი თუ ცხენი, ლაღად მოხეტიალე,

მტვრით დამდგარ ნისლში?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13