შთაბეჭდილება

კრამიტიან სახურავს თავზე

უხმაუროდ გადაუფრინა.

ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივად…

მხოლოდ ჰაერი შეარხია სულ ოდნავ და

მას შეერია.

მიიმალა სადღაც იქვე, მთებში და მაღლა.

მზის მწველი შუქი ეღვრება ეზოს.

ხავსმოკიდებულ ქვის ქურასთან კი

ფუთფუთებენ ხოჭოები და ჭიაყელები.

იავნანა ირგვლივ ყველაფერს ძილქუშში აგდებს.

ცვარი ორთქლდება, ზევით მიიწევს

და მასთან ერთად გაურკვეველი მსუბუქი ლანდი

იფანტება და უჩინარდება.

მზე უკვე ჩადის…

მძიმე კარს ხელი ვკარი, გავაღე,

მშვიდ ცას შევხედე,

რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ

სიტყვები უცბად პირზე შემახმა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13