ბოშა

ხეობაში მიაჭენებდი

და რაღაცას მღეროდი

გუშინ.

შენი ცხენი

ფეხმარდი იყო,

ელავდა მთელ შემოგარენში.

თვალები ჰქონდა შთაგონებული,

სიხარული უციმციმებდა.

დღეს კი დგახარ

ქალაქის მტვრიან მოედანზე

მარტოსულივით.

დაქანცული შენი ცხენი

ფლოქვებს ინაცვლებს.

ცივილიზაციის ჩრდილები

უკვე დაადგა

თავზე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13