წიწიბურა

უჩუმარი ხარ, წიწიბურა,

მაგრამ მთელ მიწას იტევ შენს თავში.

შენ ვარსკვლავურ რძესა სვამ და

შუადღის მზის ხვატსაც იხსენებ.

ღრმად მიდიხარ ფესვებით და

სუყველაზე ნაყოფიერ შრეებსაც წვდები.

შენ პირველი მიწიერი ქმნილებების დამცველი ხარ და

მათი ნიშანი, მოღწეული დღევანდელ დღემდე.

შენ, წიწიბურა, მოუსვენარი მზესავითა ხარ,

დედამიწის ირგვლივ რომ ბრუნავს და შუქს გვიგზავნის.

შენ სული ხარ ჩემი ხალხის,

სწორი გეზი, ნაჩვენები ჯერ კიდევ როდის.

შენ ჩემი ყველაზე ძველი ენა ხარ,

და ეს შენი დაღლილობა _ ძილია ზანტი,

მხოლოდ შენს ლოცვას ააქვს

ჩვენი ვედრებანი

ღმერთებთან და ძველ წინაპრებთან.

წიწიბურა, შენს ხელებს ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ

ვიცით, ისინი გრძელია, მსუბუქი და მშვენიერი.

გვინდა, რომ შენ ჩვენ გვეხებოდე,

ჩვენ ხოტბას გასხამთ, წიწიბურა,

როგორც ჩვენს მშობელს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13