ხალხური სიმღერა

კაი ხანია, რაც დაბრუნდა ხალხი ბაზრიდან.

მხოლოდ ჩემს ლექსს აერია სადღაც გზა-კვალი.

ასე მგონია, გამოთვრა და

დახეტიალობს გულდათუთქული,

ქოუსიენი**, მამა-პაპის ნაქონი კი,

რომელიღაც სახლის სხვენზე,

მტვერში აგდია.

კაი ხანია, რაც დაეშვა მთიდან ცხვრის ფარა,

ჩემი ლექსი კი აქეთ-იქით დაბორიალობს.

მხოლოდ და მხოლოდ დაბერებულმა ერთმა ცხვარმა

გაიგონა შორეული მისი ხმის ექო.

მზე ჩადის უკვე,

გორაკები მეწამულად შეფერადდნენ.

ბოლო ტირილი არხევს ჰაერს,

საყვედურიც და მოუთმენლობაც იგრძნობა მასში.

მეზობლებს სძინავთ კაი ხანია,

ჩემი ლექსი კი შინ არ დაბრუნდა.

მთელი ღამე ველოდი და ვერასოდეს

მე ამ ღამეს ვერ დავივიწყებ.

 

**ქოუსიენი – ტუჩის ჰარმონიკის მსგავსი ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13