სხვა გზა

გზას უმიზნოდ მივუყვებოდი.

მოულოდნელად მზე დაბნელდა მოწმენდილ ცაზე

და ხიფათი ვიგრძენი, რადგან

დავინახე საკუთარი თავი გვერდიდან,

როგორც სულ სხვა ადამიანი.

წიწიბურათი გააძღეს ის, გაციებული,

და აი, ახლა, ყიამეთში მიიძურწება,

თითქმის არა ჩანს.

აი, მის წინ პირი დააღო უფსკრულმა და

შავ მიწაში, ფსკერზე მოჩანს

ორნამენტი დიდი ხნის წინ აქ დამარხულთა

ჩონჩხების ძვლების,

როგორც ტომების თეთრი ნიშანი,

იმის ნიშანი, წინაპართა სულები რომ ჩვენთან არიან.

მე ვხედავდი ძველ მიწის კედელს,

საუკუნეთა მიღმიდან რომ

ჩემი ხალხის ხსოვნა მოჰქონდა,

მაგრამ სიბრძნე რახანია ღვინომ ჩაახრჩო.

მე მესმოდა ზომიერი დარტყმები დოლის,

მაგრამ არ იყო მგზნებარება ამ დარტყმებში.

საიქიოს ძიებას მე აღარ დავიწყებ,

ჩემი მეორე მე სულ სხვა გზით

წავა იქითკენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13