პასუხი

გახსოვს

საცალფეხო ბილიკი ჯილებუტესკენ?*

ფოლადის მხურვალე დაისი?

გახსოვს, როგორ მითხარი:

– ნემსი დამეკარგა.

როგორ ვკერო მის გარეშე?

დამეხმარე, ვიპოვო ნემსი!

(გადავაქოთე არემარე მის ძიებაში.)

 

გახსოვს

ის ბილიკი ჯილებუტესკენ?

ის ტყვიასავით მძიმე დაისი?

გახსოვს, როგორ გიპასუხე:

– ჩემი გული ხომ არ გახვრიტა

მაგ შენმა ნემსმა?

(და ატირდი სულისშემძვრელად!)

 

* ჯილებუტე – პოეტის მშობლიური სოფელი ლიანშანის მთებში

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13