ძიტი მაძია
ძიტი მაძია
ძიტი მაძია – ცნობილი ჩინელი პოეტი, მხატვარი და კალიგრაფი. ის წარმოშობით ეკუთვნის ნუოსუს (სხვანაირად, ი-ს) ხალხს, რომელიც ძირითადად ცხოვრობს ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის, გუიჯოუს და იუნანის პროვინციებში. ნუოსუს ხალხის რაოდენობა დაახლოებით 7-8 მილიონია. მათ აქვთ საკუთარი უძველესი ენა და დამწერლობა, რომელიც ეკუთვნის ტიბეტურ-ბირმულ ოჯახს. ძიტი მაძია წერს ჩინურ ენაზე, მაგრამ ლექსებში იყენებს ნუოსუს მითოლოგიასა და ფოლკლორს, ჰყვება მათ ისტორიას, აღწერს ყოფას და ზნე-ჩვეულებებს. იგი დაიბადა 1961 წელს, სიჩუანის პროვინციაში, ლიანშანის დიდ მთებში, არისტოკრატულ ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ჩინ...

ძიტი მაძია – ცნობილი ჩინელი პოეტი, მხატვარი და კალიგრაფი. ის წარმოშობით ეკუთვნის ნუოსუს (სხვანაირად, ი-ს) ხალხს, რომელიც ძირითადად ცხოვრობს ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის, გუიჯოუს და იუნანის პროვინციებში. ნუოსუს ხალხის რაოდენობა დაახლოებით 7-8 მილიონია. მათ აქვთ საკუთარი უძველესი ენა და დამწერლობა, რომელიც ეკუთვნის ტიბეტურ-ბირმულ ოჯახს.

ძიტი მაძია წერს ჩინურ ენაზე, მაგრამ ლექსებში იყენებს ნუოსუს მითოლოგიასა და ფოლკლორს, ჰყვება მათ ისტორიას, აღწერს ყოფას და ზნე-ჩვეულებებს. იგი დაიბადა 1961 წელს, სიჩუანის პროვინციაში, ლიანშანის დიდ მთებში, არისტოკრატულ ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ჩინური ფილოლოგიის ფაკულტეტი სამხრეთ-დასავლეთის ეროვნებების უნივერსიტეტში, ქალაქ ჩენდუში.

გამოცემული აქვს ოცზე მეტი კრებული. არის სხვადასხვა ჩინური და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. მისი ლექსები ნათარგმნია ბევრ ენაზე, მათ შორის ინგლისურად, ესპანურად, გერმანულად, ფრანგულად, პოლონურად, რუსულად, ლიტვურად, სერბულად, ჩეხურად, კორეულად. ძიტი მაძიას ეკავა ჩინეთის მწერალთა კავშირის მდივნისა და ცინხაის პროვინციის ვიცე-გუბერნატორის პოსტები. არის ჩინეთის ეროვნულ უმცირესობათა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და ჩინეთის პოეტთა ასოციაციის მრჩეველი.

2007 წელს დააარსა და დღემდე მისი ინიციატივით ტარდება პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი „ცინხაის ტბა“. იგი ამ ფესტივალის ორგკომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც გასცემს პოეტურ პრემიას „ოქროს ანტილოპა“. გარდა ამისა, ძიტი მაძია ორგანიზებას უკეთებს სხვა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებსაც.

მისი ნაწარმოებები ქართულად თარგმნეს  შოთა იათაშვილმა და  სინოლოგმა ალექსანდრა ლატარიამ.

 

მეტი მაჩვენე ნაკლები