სადღაც მითხრეს

სადღაც მითხრეს, რომ

ჭრიჭინების გამჭვირვალე ხმა

ამაზონის ჯუნგლებში

ძალზედ იოლად ჯაბნის

შტორმებს წყნარი ოკეანისა.

გამიკვირდება,

ჩემს მშობლიურ ჯილებუტეში

ბატკნის სიკვდილი

თუ გააღვიძებს

სავანაში მთვლემარ ლეოპარდს.

ხდება კიდევ სამყაროში სასწაულები?

თავად არასდროს მინახავს, მაგრამ

ზუსტად ვიცი, რომ

ყველა ცოცხალ არსებას შორის

რაღაც კავშირი ამ სამყაროში ნამდვილად არის.

მტკივნეულია, შენი ხალხი

მშობლიურ ენას როცა ივიწყებს.

მწარეა, როცა რომელიმე ხალხის ამბები

ირეცხება ხოლმე ტვინიდან.

ვერ დაინახავ ცათამბჯენის სახურავიდან

ინდიელთა ვიგვამს და სოფელს,

რომელშიაც ოდესღაც

დიადი ეპოსი იშვა,

რომ გამქრალიყო.

ახლა ის მწირის გონებაშიღა

ტივტივებს ნისლად.

ხალხით ჩახუთულ ქალაქში კი

დაწანწალებენ საკუთართავდაკარგულები,

სული მათი და სამშობლო მათი შეერია

ფოლადის და შუშის უცხო ქვეყანას და

წარსულს მათ უკვე აღარავინ არ დაუბრუნებს.

რეკლამები ციმციმებენ. მანქანები აპიპინებენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13