ზვიად კვაჭანტირაძე თამარ ჩუგოშვილს მოუწოდებს, ევროპის საბჭოში მისი და ეკა ბესელიას მივლინება უზრუნველყოს. კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან წერილი მიიღო, რითაც დასტურდება, რომ უმრავლესობამ ევროსაბჭოს ქართული დელეგაციის საკითხზე არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
დეპუტატი ამბობს, რომ უმრავლესობას დელეგაციის ახალი შემადგენლობის ფორმირება იანვრამდე არ უნდა ეჩქარა და მივლინება უნდა დაფინანსდეს.
უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის გამო, საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან გადანაწილდა. ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია ევროპის საბჭოს ქართული დელეგაციის წევრები იანვრამდე იქნებიან, რომელთაც დელეგაციაში არჩილ თალაკვაძე და სოფო კილაძე ჩაანაცვლებენ.