დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივა 

12:25, 01.09.2020

დამოუკიდებელი დეპუტატები პარლამენტს კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ახალი მექანიზმების შექმნის ინიციატივით მიმართავენ. აღნიშნული 30 სხვადასხვა კანონში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს და სამ ძირითად პრინციპს ემყარება – კორუფციული დანაშაულების გამოძიებას, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის რეფორმასა და თანამდებობრივი დეკლარაციების მონიტორინგს.

როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი, თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რეფორმა ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ემყარება და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

მსგავსი